logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გარდაიცვალა 3 ადამიანი
- +

29 დეკემბერი. 2020. 00:30

 

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 104 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სამი კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექვს კოვიდცენტრში ამ დროისთვის 249 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. აქედან 32 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე,  ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 8563 შემთხვევა დაფიქსირდა, 6 746 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 111 ადამიანი კი  გარდაიცვალა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner