logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის საერთო შემთხვევებიდან გარდაცვალების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს
- +

29 დეკემბერი. 2020. 00:40

 

„გარდაცვალების თითოეული შემთხვევა სახელმწიფოსთვის და მათი ოჯახებისთვის, რა თქმა უნდა უდიდესი დანაკარგია“ , - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ეპიდსიტუაციაზე  საუბრისას. მისივე თქმით, საქართველოში ვირუსისგან გარდაცვალების მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალია.

 

„მიუხედავად მკურნალობის წარმატებისა, სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ლეტალობის შემთხვევები. საერთო შემთხვევებიდან გარდაცვალების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს, რაც მსოფლიო გამოცდილებასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ თითოეული შემთხვევა სახელმწიფოსთვის და მათი ოჯახებისთვის, რა თქმა უნდა უდიდესი დანაკარგია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner