logo_geo
eng_logo
ლევან რატიანი: სახელმწიფო მიდგომამ განაპირობა ის, რომ კოვიდ-ინფიცირებულთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო
- +

29 დეკემბერი. 2020. 02:18

 

 

„სახელმწიფო მიდგომამ განაპირობა ის, რომ დღეს კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო“, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში განაცხადა.

 

„ამ 2-კვირიანმა ჩაკეტვამ ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად შეამცირა და კოვიდ-პაციენტების მომართვიანობა ჩვენს კლინიკაში მკვეთრად შემცირდა. ჯანდაცვის სფერომ ამოისუნთქა. დღეს პირველი შემთხვევა იყო, რომ ბოლო 10 თვის გამავლობაში, კლინიკაში 5 თავისუფალი ადგილი გვქონდა, მაგრამ, რაც რამდენიმე დღის წინ, ფოტოსურათები ვნახე, რა ხდებოდა თბილისის სავაჭრო ქსელებში, თუ ასე გაგრძელდა, დიდი შანსია, რომ ინფექცია კვლავ გავრცელდეს. იმედი მაქვს ეტაპობრივად, ყველანი ერთად ყველაფერს დავამარცხებთ“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner