logo_geo
eng_logo
თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
- +

29 დეკემბერი. 2020. 02:36

 

თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:

 

„თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, შეიცვალა ქვეყანაში უცხოეთიდან შემოსვლის რიგი წესები და პირობები: 2020 წლის 28 დეკემბრიდან საჰაერო გზით, ხოლო 2020 წლის 30 დეკემბრიდან სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლისას, უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა.

 

ის პირები, რომლებიც ვერ წარმოადგენენ „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის ამსახველ ცნობას, დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას, მათ მიერ საზღვრის კვეთისას მითითებულ მისამართზე (სახლი, სასტუმრო და სხვ), ხოლო ის პირები, რომლებსაც არ ექნებათ თვითიზოლაცის შესაძლებლობა, გადაყვანილ იქნებიან ჯანდაცვის რეგიონალური სამსახურების მიერ გამოყოფილ საკარანტინო სივრცეებში.

 

თვითიზოლაციის/კარანტინის ვადა დასრულებულად ჩაითვლება იზოლაციიდან მე-7 დღეს, „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში. იმ მოქალაქეებს, რომელთაც თვითიზოლაციიდან მე-7 დღეს, „პისიარ“ ტესტის შედეგად დაუდასტურდებათ ვირუსი, ჩაუტარდებათ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ „კოვიდ-19“-ის პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი მკურნალობა.

 

აღნიშნული რეგულაცია ძალაში იქნება 2021 წლის პირველ მარტამდე. ახალი რეგულაციების შესახებ, საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner