„ძალიან ხშირია შემთხვევები როცა კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების სისხლში ხდება შაქრის დონის კონცენტრაციის მატება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ აქვთ დიაბეტი“, - ამის შესახებ „ფორმულას“ ეთერში ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა.
„სასურველია სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ სისხლში შაქრის დონე გადამოწმდეს და ეს პაციენტები გადავიდნენ ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ“, - აღნიშნა ბუწაშვილმა.