logo_geo
eng_logo
ზვიად კირტავა: გახსენდებათ, „ნაცმოძრაობას“ ვინმეს მხრიდან კრიტიკული დამოკიდებულება აეტანოს და თანამდებობაზე დაეტოვებინოს?
- +

29 დეკემბერი. 2020. 03:04

 

 

„ცოტა ძნელი წარმოსადგენია ამ ბიოგრაფიის მქონე პოლიტიკოსის მხრიდან ხელისუფლებაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება. გახსენდებათ, ნაცმოძრაობას ვინმეს მხრიდან კრიტიკული დამოკიდებულება აეტანოს და თანამდებობაზე დაეტოვებინოს?“, - ამის შესახებ „ჯეოიქსის“ მკვლევარი, პროფესორი ზვიად კირტავა სოციალურ ქსელში წერს.

 

„ნიკანორ მელიას ბიოგრაფიიდან:

2007 წელს მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და მართლწესრიგის დეპარტამენტში მრჩევლად.

2008-2009 წლებში მუშაობდა ეროვნულ აღსრულების ბიუროში უფროსის მოადგილედ.

2009-2010 წლებში იყო ეროვნული აღსრულების ბიუროს უფროსი.

2010 წელს იგი იყო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.

2010 წელს დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს უფროსად,

2010-2012 წლებში კი ამავე ბიუროს თავმჯდომარედ;

2013-2014 წლებში იყო მთაწმინდის გამგებელი."

(P.S. - 2014 წ. აგვისტომდე  თბილისის მერი იყო გიგი უგულავა)”, - წერს კირტავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner