საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ უცხოელმა პარტნიორებმა სთხოვეს, პარლამენტს ოპოზიციური პარტიების წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილება დეკემბერში არ შეეწყვიტა.
„ჩვენ უცხოელმა პარტნიორებმა გვთხოვეს, რომ დეკემბერში არ გვეჩქარა, თუმცა თებერვალში ეს თარიღი აუცილებლად მოვა. თებერვალში კენჭი აუცილებლად ეყრება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას. კენჭისყრა შეგვიძლია, მაგრამ უცხოელმა პარტნიორებმა გვთხოვეს და მათი თხოვნა გავითვალისწინეთ, მათ შორის დიპლომატებიც იყვნენ“, – განაცხადა კობახიძემ.