logo_geo
eng_logo
გიორგი გახარიამ ხორვატიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა
- +

29 დეკემბერი. 2020. 20:56

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხორვატიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

 

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ხორვატიაში კიდევ ერთი მძლავრი მიწისძვრის გამო. გულითადად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს. ამ რთულ დროს საქართველო მეგობარი ხორვატი ხალხის გვერდით დგას“, - წერს პრემიერი „ტვიტერის“ გვერდზე.

 

ცენტრალურ ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner