ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა გარდაცვალების შემთხვევების დროს, სამედიცინო პერსონალის კლინიკური პროტოკოლიდან მკვეთრი გადაცდომის შემთხვევები არ გამოვლენილა.
„წინასწარი ანალიზით მკვეთრი გადაცდომა კლინიკური პრაქტიკიდან და იმ რეკომენდაციებიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს აღწერილი გაიდლაინებში, ასეთი მაგალითები არ არის, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ამ ეტაპზე წინასწარი დასკვნების საფუძველზე ცნობილი. რამდენიმე შემთხვევის ანალიზი კიდევ გრძელდება“, - განაცხადა გაბუნიამ.