ბრიტანეთის კოვიდკლინიკებში პაციენტების სამკურნალოდ ჟანგბადი არ ჰყოფნით. ამის შესახებ ექიმ-რეანიმატოლოგი, ბრიტანეთის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი სამანტა ბატ-როდენი იუწყება.
„საავადმყოფოებში ჟანგბადის მარაგი მთავრდება. ერთ-ერთ ფონდში არაინვაზიური აპარატებიც აღარ დარჩა. შექმნილი ვითარების გამო გვიწევს პაციენტების გადაყვანა 65 მილის დაშორებით მდებარე სხვა კლინიკაში. მოგიწოდებთ ყველას, დარჩით სახლში,“-წერს „ტვიტერზე“ მედიკოსი.