ლევან რატიანის თქმით, მან კორონავირუსი გადაიტანა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
„ჩემი შემთხვევა განსხვავებული იყო. მე ვარ რეანიმატოლოგი, ყოველდღიურად შემოვლაზე მაქვს 140-145 პაციენტთან კონტაქტი. ხშირად ვიტარებდი ტესტებს, რაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში დადებითი PCR-თესტი არ გამოვლენილა. მაგრამ როდესაც ჩავიტარე ანტისხეულებზე ტესტი, აღმოჩნდა ჭარბად. ანუ დაავადება გადავიტანე უსიმპტომოდ. ვერ გეტყვით როდის, რა პერიოდში, მაგრამ ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში“, - განაცხადა რატიანმა.