ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 45 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.