logo_geo
eng_logo
საქართველოდან 6 მილიონი დოლარის ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა
- +

30 დეკემბერი. 2020. 00:04

 

2020 წლის პირველი აგვისტოდან 27 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა 11.4 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 42 პროცენტით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 43 პროცენტით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

 

მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (4.8 ათასი ტონა), უკრაინასა (3.3 ათასი ტონა) და სომხეთში (3.2 ათასი ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ბელორუსიაში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner