საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსისგან სწრაფ განკურნებას უსურვებს.
„მინდა, ბატონ ამირან გამყრელიძეს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო და უდიდესი მადლობა გადავუხადო თავდაუზოგავი შრომისთვის, რომლითაც ის საკუთარ ხალხსა და ქვეყანას ემსახურება! მხნეობას გისურვებთ!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.