„რიგგარეშე არჩევნები - ის ლოგიკურად შეიძლება მხოლოდ არჩევნების გაყალბებას უკავშირდებოდეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„ჩვენ ამიტომ ვამბობთ, თუ გადაამოწმებენ და ნახავენ, რომ გაყალბება მართლა იყო და მეტნაკლებად არსებითი იყო, 1%-იც კი თუ აღმოჩნდება იქ გადახრა, ჩვენ ვნიშნავთ რიგგარეშე არჩევნებს, ამის გადამოწმება ნებისმიერ დროს შეიძლება,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.