logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გარდაიცვალა 2 ადამიანი
- +

30 დეკემბერი. 2020. 01:30

 

 

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 112 ადამიანს  დაუდასტურდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა კოვიდ-ინფიცირებული ორი პაციენტი.

სულ ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 250 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 33 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

 

ჯამში ოკუპირებულ რეგიონში, კორონავირუსით ინფიცირების 8675 შემთხვევაა აღრიცხული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner