ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 112 ადამიანს დაუდასტურდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა კოვიდ-ინფიცირებული ორი პაციენტი.
სულ ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 250 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 33 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ჯამში ოკუპირებულ რეგიონში, კორონავირუსით ინფიცირების 8675 შემთხვევაა აღრიცხული.