„2020 წელს მსოფლიოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 50 ჟურნალისტი მოკლეს“, - წერია საერთაშორისო ორგანიზაციის – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, იზრდება ჟურნალისტების მკვლელობების რიცხვი მშვიდობიან ქვეყნებში. კერძოდ, თუ 2016 წელს ჟურნალისტების გარდაცვალების შემთხვევების 58% ომით მოცულ ქვეყნებსა და კონფლიქტის ზონებზე მოდიოდა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 32%-მდეა შემცირებული.
ყველაზე მეტი ჟურნალისტი 2020 წელს მექსიკაში მოკლეს, ამ ქვეყანაში გასული ერთი წლის განმავლობაში რვა რეპორტიორი გარდაიცვალა, ოთხი – ინდოეთში, სამი – ფილიპინებში და სამი ჰონდურასში.