ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე იობი კორონავირუსისგან განიკურნა. ინფორმაციას ეპარქიის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელმონაზონი იერონიმე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
,,დაინტერესებულ პირებს გაცნობებთ, რომ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი კორონავირუსული ინფექციისგან სრულიად განიკურნა, საავადმყოფოდან დღეს გაწერეს და თავს კარგად გრძნობს.
მადლობას გიხდით ყველას გულწრფელი ლოცვებისა და ყურადღებისთვის", - წერს მღვდელმონაზონი.