logo_geo
eng_logo
გუგა ქაშიბაძე: პიროტექნიკით დაშავების რამდენიმე შემთხვევა უკვე გვქონდა
- +

30 დეკემბერი. 2020. 02:45

 

 

„პიროტექნიკით დაშავების რამდენიმე შემთხვევა უკვე გვქონდა“, - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ, პირველ არხთან განაცხადა.

 

„რამდენიმე შემთხვევაა მოზრდილის, რამდენიმე ბავშვის. ძირითადად მტევნის დაზიანებებით. ძირითადად იყო მარჯვენა მტევნის დაზიანებებით, რამდენიმე შემთხვევა იყო სახის დაზიანებით. დაახლოებით ათზე მეტი შემთხვევაა წინასაახალწლოდ. აქედან ნახევარი, 50 პროცენტი ბავშვი იყო, 50 პროცენტი მოზრდილი. ყველა მათგანი ამბულატორიული შემთხვევა იყო, ანუ კლინიკაში დაწოლა არც ერთს არ დაჭირვებია. დეკემბერში მოხდა, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner