logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: უხერხულია, იმაზე საუბარი, გადამზადდა თუ არ გადამზადდა სამედიცინო პერსონალი!
- +

30 დეკემბერი. 2020. 02:54

 

 

„პრეტენზიების დიდი ნაწილი განპირობებულია იმით, რომ შესაძლოა, სრულ ინფორმაციას იმის შესახებ არ ფლობენ, რაც ამ პერიოდში გაკეთდა და რა შედეგიც მოიტანა თითოეულმა ამ ღონისძიებამ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პანდემიის მართვის პროცესში ჯანდაცვის სისტემის მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას.

 

„ხშირად ისმის კითხვები იმაზე, რამდენად მომზადებული დახვდა ჯანდაცვის სისტემა მეორე ფაზას და რა გაკეთდა სწორედ ამ მოსამზადებელ პერიოდში. ეს იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი და მაქსიმალურად ეფექტურად იქნა ეს პერიოდი გამოყენებული, ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ ანალიზი იმ გასული პერიოდის ღონისძიებების, რომელიც სწორედ, რომ იყო გაზაფხულიდან სექტემბრამდე პერიოდში. პრეტენზიების დიდი ნაწილი განპირობებულია იმით, რომ შესაძლოა, სრულ ინფორმაციას იმის შესახებ არ ფლობენ, რაც ამ პერიოდში გაკეთდა და რა შედეგიც მოიტანა თითოეულმა ამ ღონისძიებამ. უბრალოდ უხერხულია, იმაზე საუბარი, გადამზადდა თუ არ გადამზადდა სამედიცინო პერსონალი!

 

მეორე ასევე რაც თვალსა და ხელს შუა ვითარდებოდა ეს იყო ტესტირების სისტემა. ტესტირების თვალსაზრისით ლაბორატორიული ქსელი საკმაოდ მომზადებული დახვდა ამ ეპიდემიას, რადგან "ლუგარის" ლაბორატორია, მაშინაც გამართული იყო და ძალიან მალე დაიწყო მან როგორც ტესტირების თავის თავზე აღება, ასევე ხარისხის უზრუნველყოფის ნაწილში მუშაობა და კერძო ქსელების მობილიზაცია. ძალიან ბევრი ლაბორატორია ეპიდემიისთვის მზად იყო,“- განაცხადა გაბუნიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner