logo_geo
eng_logo
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი: ბოლო წლებში პირველად, დეკემბრის მეორე ნახევარში ქვეყანაში სეზონური გრიპის ვირუსი არ დადასტურებულა
- +

30 დეკემბერი. 2020. 19:11

 

დეკემბერის ბოლო სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში სეზონური გრიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  ასეთი შემთხვევა ბოლო წლებში პირველად დაფიქსირდა.

 

ცენტრის მონაცემებით,  ბე ტიპის ვირუსის შემთხვევა ლაბორატორიულად მხოლოდ დეკემბრის პირველ კვირაში დადასტურდა. მათივე ცნობით, ქვეყანაში ამ ეტაპზე ცირკულირებს რინოვირუსი, კორონავირუსის ცნობილი შტამები და „კოვიდ-19“.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ასეთი პოზიტიური სურათი ერთი მხრივ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაზრდილი მაჩვენებლის და მეორე მხრივ, უსაფრთხოების რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგია, რომელიც მოსახლეობას არა მხოლოდ „კოვიდ-19“-სგან, არამედ სხვა სეზონური ვირუსებისგანაც იცავს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner