logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები ეტყოდნენ ოპოზიციას, შედით პარლამენტში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია?!
- +

30 დეკემბერი. 2020. 20:31

 

"ნებისმიერი დაშვება, რომ არჩევნების ნორმალურად ჩატარების შემდეგ, მხოლოდ ოპოზიციის ულტიმატუმით, ქვეყანაში ახალი არჩევნები გამოცხადდეს ან რაიმე მსგავსი სცენარი დაანონსდეს, ეწინააღმდეგება დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს“, - განაცხადა პარლამენტის თავდმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" მზადაა "ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს" ესაუბროს.

 

 

„ჩვენ არ გვსურს და არ გავაკეთებთ იმას, რომ ქვეყანა კიდევ ერთი წლის განმავლობაში, ამ დესტრუქციულ, კონკრეტულ პარტიებთან დაპირისპირებაში დარჩეს და არ დავუშვებთ, რომ საქართველოს განვითარების პროცესზე ჩვენ შევინარჩუნოთ ეს დესტაბილიზატორები, რაც დღეს პოლიტიკურ პროცესში შემოიტანა ამ ორმა პარტიამ. სამაგიეროდ, ვაპირებთ ვესაუბროთ ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს.

 

თქვენ როგორ ფიქრობთ, დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები ეტყოდნენ ოპოზიციას, შედით პარლამენტში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს პარლამენტი და არჩევნები არალეგიტიმურია?! გონივრული კომპრომისი არის ის, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გადამოწმების საშუალება მოლაპარაკების მაგიდაზე დევს,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner