აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა არჩილ თალაკვაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს:
„გულითადად გილოცავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ხელმეორედ არჩევას და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში.
აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ბოლო წლებში შესამჩნევი ტემპებით ვითარდება. მოხარული ვარ ჩვენ ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების სწრაფი გაუმჯობესებით. მჯერა, რომ პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა დამატებით სტიმულს მისცემს ჩვენ ხალხებს შორის კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას“, - აღნიშნავს აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა თავის მისალოც წერილში.