logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია თვითონ იმყოფება დღეს მოდელირებულ რეალობაში, სადაც წაგებული პოლიტიკოსები არჩევნებში გასულ პოლიტიკოსებს უხევენ მანდატებს
- +

30 დეკემბერი. 2020. 21:22

 

 

 

 „ოპოზიცია თვითონ იმყოფება დღეს მოდელირებულ რეალობაში, სადაც წაგებული პოლიტიკოსები არჩევნებში გასულ პოლიტიკოსებს უხევენ მანდატებს და კარნახობენ პირობებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ შემდგომი გადაწყვეტილების მიღების დროს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

 

 

 „მათ შორის, ის ლიდერები და ის მაგალითები, რომელიც თქვენ მომიყვანეთ ახლა, რეალურად, პარლამენტში ვერ შევიდნენ არჩევნებით, ისინი დარჩნენ პარლამენტს მიღმა და დღეს მოძღვრავენ თავის კოლეგებს ოპოზიციაში და საზოგადოების ნაწილს“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner