logo_geo
eng_logo
გორში, ტანსაცმლის ბაზრობაზე ხანძარია
- +

30 დეკემბერი. 2020. 22:34

 

 

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ტანსაცმლის ბაზრობაზე გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია 12 სახანძრო ეკიპაჟი, მათი ნაწილი შემთხვევის ადგილზეა, ნაწილი კი მიემგზავრება.

მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.

ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.

დაშავებულების შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისთვის არ შესულა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner