logo_geo
eng_logo
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საახალწლოდ სასურსათო პაკეტი 1000-მდე ოჯახს გადაეცა
- +

31 დეკემბერი. 2020. 00:57

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საახალწლოდ სასურსათო პაკეტი 1000-მდე ოჯახს გადაეცა. ბენეფიციართა შორის არიან ადგილობრივი ბავშვები და სხვადასხვა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელთა ოჯახები. ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, პროდუქტის დარიგების პროცესში აქტიურად ჩაერთო ყაზბეგის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი, მერის პირველი მოადგილე თამაზ ალიბეგაშვილი, მერის წარმომადგენლები შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერიისა და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული ა(ა)იპების წარმომადგენლები.

 

ყაზბეგში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, სოციალური ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner