„31 დეკემბრიდან 7 იანვრამდე 10:00 საათიდან 20:00 საათამდე ნებისმიერ მსურველს საახალწლოდ მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს და საახალწლო ნაძვის ხის დათვალიერების შესაძლებლობა ექნება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გილოცავთ ახალ წელს და სიხარულსა და ბედნიერებას გისურვებთ!“, - აღნიშნულია ზურაბიშვილის პოსტში.