„ოპოზიციის პოსტსაარჩევნო ნარატივი, რომ მიუხედავად ეუთო/ოდირის დასკვნისა, არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებაზე, თითქოსდა ეს არ იყო საკმარისი, მთლიანად იმსხვრევა“, - წერს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
„ამის არგუმენტად კი ის ფაქტი მოყავდათ, რომ ევროპული ქვეყნების ლიდერები არ ულოცავდენ ოცნებას არჩევნებში გამარჯვებას, რაც მთლიანად ბლეფზე და დიპლომატიის საკითხებში გაუთვითცნობიერებელი ადამიანების მანიპულაციაზე იყო აგებული.
საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო ლეგიტიმაციის საკითხი, მნიშვნელოვანწილად საერთაშორისო სადამკვირვებო მისიებზე და პირველ რიგში სწორედ ეუთოს სადამკვირვებო მისიაზეა დამოკიდებული, ამიტომაც იყო, რომ ფაქტიურად ამ დასკვნას ახმოვანებენ დღემდე წამყვანი ქვეყნების ელჩები, რომლებსაც ფასილიტატორის ფუნქციაც აქვთ აღებული, ოპოზიციის ბოიკოტის, რეალურად კი საბოტაჟის გამო.
ევროპის ქვეყნების მეთაურები როგორც წესი ოფიციალურ მილოცვებს, ახალ არჩეული პარლამენტის მიერ, მთავრობის დამტკიცების შემდეგ აკეთებენ.
ამის ნათელი მაგალითია ევროპის ლიდერი ქვეყნის გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მისალოცი წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელზე, ასევე ესტონეთის პრემიერის მისალოცი წერილი სადაც გიორგი გახარიას ულოცავენ რა ხელახალ არჩევას პრემიერ მინისტრად, გამოთქმულია მზადყოფნა თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
ჩვენ ამ დღეებში სხვა ქვეყნების ლიდერების მისალოც წერილებსაც ბევრს ვნახავთ, ოპოზიცია კი იმკის იმის შედეგს, რაც საკაშვილ - ბოკერიას თამაშში შესვლით და ფაქტიურად წამოკიდებით მოიმკეს.
P.S.
ეს პოსტი დადებული მქონდა, როდესაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მილოცვა გავრცელდა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ახალ მთავრობას პარლამენტის მხრიდან დამტკიცებას ვულოცავთ. აშშ მოუთმენლად ელის თქვენთან მუშაობას აშშ-საქართველოს ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად“”, - წერს ცუცქირიძე.