logo_geo
eng_logo
გოგი მეშველიანმა მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა
- +

31 დეკემბერი. 2020. 20:21

 

 

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა, გოგი მეშველიანამა სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ  მრავალშვილიან ოჯახებს ახალი წელი   მიულოცა.

 

პარლამენტის წევრი, დმანისში, თეთრწყაროსა და წალკაში ოჯახებს პირადად ეწვია , დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა  და  საახალწლო ნობათი გადასცა.

 

“დღეს, დამდეგი 2021 წელი მივულოცეთ წალკაში, თეთრიწყაროსა და დმანისში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს. ოთხი და მეტი შვილის აღზრდა არის გმირობის ტოლფასი და ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურება. მინდა ჩვენ ოჯახებს ვუსურვო, რომ 2021 წელი ყოფილიყოს ხვავით, ბარაქით, სიკეთით, სიხარულით, სიყვარულით და ბედნიერებით დატვირთული!”-  განაცხადა გოგი მეშველიანმა.

 

გოგი მეშველიანის ინიციატივითა და მხარდაჭერით , საახალწლო ნობათი  ბიუროს თანამშრომლებმა  ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც გადასცეს  ოჯახებს .

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner