logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: იმედი მაქვს, 2021 წელი დედამიწაზე პანდემიის ბოგინის ბოლო წელი იქნება
- +

31 დეკემბერი. 2020. 21:54

 

 

იმედი მაქვს, რომ გაზაფხულზე საქართველოში ვაქცინაციის პროცესი აუცილებლად დაიწყება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

„ვაქცინაცია პირველ ეტაპზე არ იქნება ის ღონისძიება, რომლითაც შევძლებთ მაქსიმალურად ჩქარა დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ვაქცინაციას დრო სჭირდება, რადგან მან მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი უნდა მოიცვას.

ვაქცინის იმედი უნდა გვქონდეს, მაგრამ პირბადე და დისტანცია ჯერ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნება.

იმედი მაქვს, მომავალი წელი პანდემიის დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი იქნება და კაცობრიობა შეძლებს, პანდემია დაამარცხოს და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner