„უნდა ვეცადოთ მომავალ წელს სულ მინიმუმ დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი მაინც ავცრათ, თუ მეტი არა“, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ჩვენ მივიღებთ იმ ვაქცინას, რომელსაც დაამტკიცებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. დარწმუნებული ვარ, ასეთი იქნება 5-6. პარალელურად ჩვენ ვმუშაობთ, რომ გვქონდეს უფრო ადრე იანვარ-თებერვალში, ე.წ. ორმხრივი მოლაპარაკებებით მწარმოებლებთან, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ვაქცინების გარკვეული დოზები. ჩვენთან დაახლოებით საუბარია 200-300 ათას დოზაზე, ვცდილობთ ეს ვაქცინები ჩვენ მივიღოთ იმაზე ადრე ვიდრე „კოვაქს პლატფორმიდან“. ქვეყანაში არსებობს ვაქცინების დანერგვის გეგმა, შერჩეულია პირველ რიგში ვინ უნდა აიცრას“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.