logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძემ ქედაში მცხოვრებ 100 წლის გულესარ წულუკიძეს ახალი წელი მიულოცა
- +

31 დეკემბერი. 2020. 23:52

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ახალი წელი ქედაში მცხოვრებ 100 წლის გულესარ წულუკიძეს მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

 

„აჭარის მთიანეთში საუკუნეს გადაცილებული ბევრი ხანდაზმული ცხოვრობს, თუმცა ქალბატონი გულესარის შემთხვევა განსაკუთრებულია იმით, რომ მან რამდენიმე დღის წინ დაამარცხა კორონავირუსი.

 

წულუკიძეების ოჯახში კორონავირუსი ყველა წევრმა დაამარცხა. ამჟამად საუკუნის ხნის ქალბატონიც და მისი ოჯახის წევრებიც თავს კარგად გრძნობენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან მათ საჩუქრები და მილოცვა უშუალოდ ოჯახში მიიღეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner