logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: დღეს მთელი ქვეყანა, მათ შორის პოლიტიკური თუ სამოქალაქო საზოგადოება, ერთად უნდა ჩავდგეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქის სამსახურში
- +

1 იანვარი. 2021. 00:21

 

 

დღეს არ არის რაიმე ნიშნით დაყოფის დრო. დღეს მთელი ქვეყანა, – მათ შორის პოლიტიკური თუ სამოქალაქო საზოგადოება, ყველა ერთად უნდა ჩავდგეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქის სამსახურში – ამას გვავალებს ჩვენი ხალხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საახალწლო მილოცვისას განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის მთავარი წინაპირობა იმის, რომ მომავალი წელი გამარჯვების მომტანი იყოს.

 

„წელს უჩვეულო გარემოში ვხვდებით ახალ წელს – არ ვმართავთ საზეიმო ღონისძიებებს და მოკრძალებულად, მხოლოდ ვიწრო ოჯახურ წრეში აღვნიშნავთ ამ ყველასთვის, განსაკუთრებით კი, ბავშვებისთვის, საყვარელ დღესასწაულს. დღეს სწორედ ეს არის პასუხისმგებლობა ერთმანეთის, განსაკუთრებით კი, ჩვენი ხანდაზმულების წინაშე. დღეს არ არის რაიმე ნიშნით დაყოფის დრო. დღეს მთელი ქვეყანა, – მათ შორის პოლიტიკური თუ სამოქალაქო საზოგადოება, ყველა ერთად უნდა ჩავდგეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქის სამსახურში – ამას გვავალებს ჩვენი ხალხი. ეს არის მთავარი წინაპირობა იმის, რომ მომავალი წელი გამარჯვების მომტანი იყოს!“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner