„თუ ჩვენ ხელისუფლებაში არ ვიქნებით, საქართველოში ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა! – ასეთია სააკაშვილისა და მისი ბიძის თემურ ალასანიას განწყობა, რომელიც ქართული ოპოზიციური სპექტრის დიდ ნაწილზე ვრცელდება და ისინი ქვეყანაში თემურის წყობილების დამყარებას ლამობენ“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ასავალ-დასავალში“ წერს.
„თემურის წყობილება კი რასაც ნიშნავს, ეს საქართველოს მოსახლეობამ იმ პერიოდიდან იცის, როცა საბჭოთა კაგებეს მაღალჩინოსანი თემურ ალასანია სააკაშვილის მთავრობის სხდომებსაც კი ესწრებოდა ისე, რომ არავითარი ოფიციალური სტატუსი არ გააჩნდა.
თემურის წყობილებას მთელი 9 წლის განმავლობაში საქართველოსთვის სისხლისა და ცხედრების მეტი არაფერი მოუტანია!
თემურის წყობილებისთვის ადამიანის ღირსებასა და სიცოცხლეს ჩალის ფასი ჰქონდა, რადგან თემური და მისი დისშვილი ქართველებს ადამიანებად არ თვლიდნენ, რაც ასევე დადასტურებულია ფარული აუდიოჩანაწერით, რომელშიც თემური თავის დისშვილს ეუბნება: „ეს არის, ავადმყოფი ერია, რა. სანამ არ დააჯ...ამ (ცენზურა ყველგან ჩვენია. რედ) თავზე და სანამ დედას არ მოუტ...ამ, ვერ იგებენ ვერაფერს. მაგათი დედა მოვ...ან მე, ქართველების „პროსტა“, ქართველების დედა მოვტ... „პროსტა“, ვინ არიან ესენი, ტო, ეს ავადმყოფი ერი ვინ არი“. საინტერესოა, ოპოზიცია, რომელიც თემურის წყობილების დამყარებას აპირებს, „სახალხო პარლამენტში“ რომელ „ხალხს“ გულისხმობს, რომელსაც თემურ ალასანია ავადმყოფს უწოდებს, დედას აგინებს და თავზე აჯ...ამს?!
ამ კითხვაზე პასუხი სააკაშვილისა და თემურ ალასანიას ბოდვებს აყოლილმა ოპოზიციამ გასცეს, ჩვენ კი ზუსტად ვიცით პასუხი კითხვაზე – რას მოუტანს საქართველოს თემურის წყობილების დამყარება!
თემურის წყობილების დამყარება საქართველოს კვლავ უხვად მოუტანს სისხლსა და ცხედრებს!
თემურის წყობილების დამყარება საქართველოს ახალ ძმათამკვლელ ომში გახვევს!“, - წერს ხუბუა.