ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი აფრიკის დასახლებაში მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ, შენობების დემონტაჟს და მის გარშემო განვითარებულ პროცესებს ეხმაურება:
„მამა, აფრიკაო... რა აფრიკაო, შვილო? ისაო, აფრიკაო, სახლიო, ბლოკიო, მიწაო, მიდექი, მოდექიო, ააა, ჰოშო, მაშ, მაშ, სწორედაც რო ეგრე იქნებაო. ესე იგი, აფრიკაო, ხო? ჰო-მეთქი, აფრიკაო, თბილისში როა, ისაო.
არ გაგიკვირდეთ, ამ წერილის წერა იმ ფრაგმენტით დავიწყე, ბოლო ორი წლის განმავლობაში რომ მესმოდა ალაგ-ალაგ, ხან სოფლად, ხან ქალაქად.
დიახ, ბოლო ორი წლის განმავლობაში მესმოდა და დიდად ყურადღებასაც არ ვაქცევდი. ერთი-ორჯერ კი ვუთხარი, უკანონობას სჩადიხართ, არ გაპატიებენ, დაგაჯარიმებენ და დაგინგრევენ-მეთქი. მაიცა, რააა, აშენებულს ვინღა დაანგრევსო? დაანგრევენ და დედებს ვუტირებთო! გეუბნებით, დაანგრევენ-მეთქი. ჰმ... ფეხებსაც ვერ მოგვჭამენო.
მოკლედ, სიტუაცია დაიხატა ასეთი: ვიღაცებმა, ქვეყნის არევ-დარევის მოსურნეებმა, ნაცებმა, სმაცებმა, გნაცებმა, სოფლებში მოაჭორეს, ეს ხელისუფლება უნიათოა, ჩადით თბილისში, შემოღობეთ მიწები, მოახლაფორთეთ ქოხები, მოვა დრო, დაგიკანონებენ, თუ არ დაგიკანონებენ, გააპროტესტეთ, იჩხუბეთ, დაამხეთ, ჩვენ მოვალთ და დაგიკანონებთო. ზოგიერთმა იკითხა, სად შემოვღობოთ, პირდაპირ რუსთაველზე თუ სხვაგან სადმეო? ზოგიერთმა ხელი ჩაიქნია, თბილისში მარტო თავისუფლების მოედანი ვიცით, მანდ ვინ შემოგვაღობინებსო! არაო, დააკვალიანეს შმაცებმა, აფრიკაშია კაი ტერიტორიები, თან ცოტა შორია, ყოველდღიურად ვერავინ გაგაკონტროლებთ, ქოხებს იოლად ააშენებთო. თუ ვინმე მოვა, ქვებით დაუხვდით, საბურავებიც მზად გქონდეთ, ტლაპოში ახოხიალეთო. ზოგიერთმა მხრები აიჩეჩა, აფრიკაში რა მინდა, ჩემი ქვეყანა არ მირჩევნიაო? ეეე, შე აფრიკო, ეს სხვა აფრიკაა, თბილისის გარეუბანია, ხოშიანი მინდვრებია, გასატრაკებლადაც პერსპექტიულიაო“, - წერს ზედელაშვილი „საერთო გაზეთში“.