ავტორი ნანუკა ნოდია
„ისეთი პერიოდი გამოვიარე პატარა ასაკიდან, ცუდი ძიების უფრო მჯეროდა, ვიდრე თოვლის ბაბუის. თუმცა სასწაულების უნდა გჯეროდეს...“, - ამის შესახებ პარასპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა განგვიცხადა, რითაც უპასუხა ჩვენ კითხვას - სჯეროდა თუ არა, ბავშვობაში თოვლის ბაბუის.
ხეცურიანმა განვლილი წელიც შეაფასა.
„საერთო ჯამში, ვერ ვიწუწუნებ. არაუშავდა... დაპაუზებული, ქაოსით და გაურკვევლობით სავსე წელი იყო. პანდემიის გამო, ბევრი შიში, პანიკა და მწუხარება მოყვა ამ წელს. შეიცვალა მსოფლიოს ყოველდღიური რიტმი. მაგრამ, რაღაც მხრივ, სასარგებლოც კი იყო ჩემთვის. იმედი მაქვს, 2020-ს გაჰყვება „კოვიდ 19“ და თავს თუ არ დაგვანებებს, ვიმედოვნებ ჩვეულებრივ ვირუსს დაემსგავსება და ვიცხოვრებთ მასთან ერთად, შიშის გარეშე“, - განაცხადა ირმა ხეცურიანმა.