logo_geo
eng_logo
ირმა ხეცურიანი: პატარა ასაკიდან, ცუდი ძიების უფრო მჯეროდა, ვიდრე თოვლის ბაბუის
- +

4 იანვარი. 2021. 02:52

 

 

ისეთი პერიოდი გამოვიარე პატარა ასაკიდან, ცუდი ძიების უფრო მჯეროდა, ვიდრე თოვლის ბაბუის. თუმცა სასწაულების უნდა გჯეროდეს...“, - ამის შესახებ პარასპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა განგვიცხადა, რითაც უპასუხა ჩვენ კითხვას - სჯეროდა თუ არა, ბავშვობაში თოვლის ბაბუის.

 

ხეცურიანმა განვლილი წელიც შეაფასა.

 

 

„საერთო ჯამში, ვერ ვიწუწუნებ. არაუშავდა... დაპაუზებულიქაოსით და გაურკვევლობით სავსე წელი იყო. პანდემიის გამო,  ბევრი შიში, პანიკა და მწუხარება მოყვა ამ წელს. შეიცვალა მსოფლიოს ყოველდღიური რიტმი. მაგრამ, რაღაც მხრივ, სასარგებლოც კი იყო ჩემთვის. იმედი მაქვს, 2020- გაჰყვება კოვიდ 19 და თავს თუ არ  დაგვანებებს, ვიმედოვნებ ჩვეულებრივ ვირუსს დაემსგავსება და ვიცხოვრებთ მასთან ერთად, შიშის გარეშე“, - განაცხადა ირმა ხეცურიანმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner