აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სამი დღეა ვუყურებ ქართულ მხატვრულ და მულტიპლიკაციურ ფილმებს. სიამოვნება მივიღე კი არა, ნეტარებაში ვარ ვგიჟდები - ამდენი გენიალური რეჟისორი, სცენარისტი, კომპოზიტორი, მხატვარი, ოპერატორი, მსახიობი და ა.შ... ვინმეს ჰყავს? ან თუ ჰყავს, ჩვენზე უკეთესი? არ მგონია, ვინმე შემეკამათოს, ან ნამეტანი პატრიოტულად მოგეჩვენოთ ჩემი სიტყვები.
სად წავიდა ეს ნიჭი და დახვეწილობა, ეს ხომ სულ ახლახან იყო?! წარმოიდგინეთ, რა შეგრძნებით ცხოვრობდა ეს ხალხი, რა ლაღები და ამაყები იყვნენ საკუთარი პროფესიონალიზმით და ერთმანეთითაც, მიუხედავად იმისა, რომ სკანდალები არასდროს აკლდა ამ სფეროს. დღეს სკანდალები არავის ახსოვს და ჩვენ ხელთ გვაქვს ქართული კინო - გენიალური, ფენომენალური, რომლითაც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა!
სამწუხაროდ, იგივე ხდება მეცნიერებაშიც...
წარსული დიდებით ცხოვრებას რა ვუთხარი, როდემდე უნდა ვიტანჯოთ არასრულფასოვნების კომპლექსით, როდემდე უნდა ვქმნათ მდარე, უხარისხო, ქაჯური ნაწარმი?! პასუხიც ვიცი - ეს იმიტომ ხდება, რომ დიდი ხანია, მთელი ქართული ნიჭი შინაა გამოკეტილი, წესიერებით გათანგული და უსახსრობით, მომავლის შიშითა თუ უიმედობით დატანჯული.
ჩვენი ბრალი არაა, მაგრამ იქნებ, ჩვენს ხელში იყოს რამის გამოსწორება“, - წერს შარაძე.