logo_geo
eng_logo
ფრიდონ ინჯია: თანხმობა მივეცი, მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა მივიღო
- +

4 იანვარი. 2021. 21:57

 

„თანხმობა მივეცი, მონაწილეობა მივიღო მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობაში“, - განაცხადა ბ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ  საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

 

„ამავდროულად, დავტოვე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარტია, როგორც პარტიის წევრმა. დღეიდან აღარ ვარ საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი.

 

განცხადება დატოვებული მაქვს, დანარჩენი უკვე პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, დააკმაყოფილებენ ჩემს განცხადებას, რადგან ეს იყო ორმხრივი სურვილი“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

 

მანამდე, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ თუ ფრიდონ ინჯია დათანხმდება პარლამენტში შესვლას, პარტიის დატოვება მოუწევს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner