„ჩემი ცემის ფაქტზე ადმინისტრაციული სასჯელიც კი არ შეუფარდეს, [ნიკა გვარამიას] მეტიც, დაზარალებულად მცნეს და დამზარალებელი, თავდამსხმელი დაკითხულიც არ არის! არც სახალხო დამცველს დასცდენია სიტყვა. ნინო ლომჯარია მხოლოდ მაშინ იღებს ხმას, როცა საფრთხე ნაცმოძრაობასა და ე.წ. ლიბერალებს ემუქრება!“, - ამის შესახებ მთვარისა ნავერიანმა „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.
„მივმართე [სახალხო დამცველს] და საინტერესო პასუხიც მივიღე – თუ გვარამიას მხრიდან კიდევ ექნება ადგილი ასეთ ფაქტს, მოგვმართეთო. თითქოს ცოლ-ქმარი ვითომ და ყოველდღიურად მქონდეს ამ არარაობასთან შეხება. რადგანაც სახალხო დამცველი დუმს, ძალოვან უწყებას კი ჩემს საქმეზე დღემდე არ დაუკითხავს ნიკა გვარამია, ერთადერთი გზა მრჩება – განცხადება შევიტანო პროკურატურაში საბოლოო პასუხის მისაღებად, შემდეგ კი სტრასბურგის სასამართლოს მივმართო. დიახ, ვაპირებ პროკურატურას ვუჩივლო, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელსაც ორი წლის განმავლობაში არ დაუკითხავს დამნაშავე პირი და პროცესუალურ ნორმებს არღვევს. საკმაოდ კარგად ვიცი კანონები, მაქვს ჟურნალისტური გამოცდილება და იურიდიული განათლება. ადვოკატიც რომ არ მყავდეს, საკუთარი ძალებით შევძლებ თავის დაცვას. არც ისეთი ხელწამოსაკრავი ვარ, როგორც გვარამიას გონია, ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი არ იყოს და დამნაშავემ პასუხი აგოს!“, - განაცხადა ნავერიანმა.