logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში
- +

8 იანვარი. 2021. 20:34

 

„ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში“, – წერს  საქარველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ტვიტერში“.

 

„ქართველი და ებრაელი ხალხის ისტორია ძმობის, მეგობრობის, გვერდში დგომის ისტორიაა, ყველა ქვეყნისა თუ ერისთვის მისაბაძი. ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში. ქართველი და ებრაელი ხალხის მომავალი მუდამ იქნება ძმობა და ერთობა“, – წერს დავით ზალკალიანი და ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) განცხადებას აზიარებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner