ცნობილ ქართველ მომღერალსა და მსახიობს თემურ წიკლაურს კორონავირუსი დაუდასტურდა.
report.ge-ის მომღერლის მეგობარმა, ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ განუცხადა, რომ თემურ წიკლაური გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა ამ წუთისთვის სტაბილურად მძიმეა.
75 წლის მომღერალი კორონავირუსს რამდენიმე დღეა ებრძვის.