logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის ახალი კერები ჩნდება
- +

8 იანვარი. 2021. 21:26

 

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერები ჩნდება. ლოკალური ხანძარია სოფელ ბზიფში.

გაგრის რაიონის ხანძარსაწინააღმდეგო რაზმის ხელმძღვანელის,  დავით ბგანბას თქმით, ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე ორი სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

 

გაგრაში ხანძარს უკვე რამდენიმე დღეა ებრძვიან. წუხელ, სტიქია საცხოვრებელ სახლებს ას მეტრამდე მიუხლოვდა, რომელიც მეხანძრეებმა ჩააქრეს.

 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ხანძარი გაჩნდა ახალი ათონის მახლობლად ტყეშიც.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/636787-okupirebuli-apxazetis-teritoriaze-xanzris-axali-kerebi-chndeba

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner