logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: პარტიების დამუნათება პარლამენტის დელეგიტიმაციის მიზნით, უნდა შეფასდეს დემოკრატიაზე შეტევად
- +

8 იანვარი. 2021. 22:30

 

„უნდა შეწყდეს რაუნდომანია. პარტიების დამუნათება პარლამენტის დელეგიტიმაციის მიზნით, უნდა შეფასდეს დემოკრატიაზე შეტევად“, - ამის შესახებ  ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს,  შემდგომში, არჩევნების აღიარების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, საერთაშორისო თანამეგობრობის და სადამკვირვებლო მისიების მიერ გადატრიალების მცდელობად უნდა შეფასდეს.

 

„აუცილებლად წასაკითხი!

კონგრესმენი კინზინგერი, რესპუბლიკელი: "უნდა ვთქვათ სიმართლე, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ჩვენ, როგორც ნაციამ, უნდა ვიაროთ წინ".

სენატორი რომნი, რესპუბლიკელი: "ვინც გადაწეყვეტს გააგრძელოს მისი სახიფათო გამბიტის მხარდაჭერას, კანონიერი, დემოკრატიული არჩევნების წინააღმდეგ, გახდებიან ჩვენი დემოკრატიის წინააღმდეგ განხორციელებული უპრეცენდენტო შეტევის თანამონაწილეებად".

აქაურ ტრამპისტებს რაღა გჭირთ რომ ვერ ეგუებით?

ადრე დავწერე, ვიმეორებ, უნდა შეწყდეს რაუნდომანია. პარტიების დამუნათება პარლამენტის დელეგიტიმაციის მიზნით, უნდა შეფასდეს დემოკრატიაზე შეტევად.

პარლამენტის და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმით აღების, შეჭრის მცდელობაზე ს/ს პასუხისმგებლობა უნდა გამკაცრდეს. დაწყებული გამოძიებები უნდა დასრულდეს და მიეცეს სათანადო შეფასება.

 შემდგომში, საერთაშორისო თანამეგობრობის და სადამკვირვებლო მისიების მიერ არჩევნების აღიარების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, უნდა შეფასდეს გადატრიალების მცდელობად.

არ დამიწყოთ ახლა ესაო და ისაო. იურისტებმა (პატივს ვცემ ამ პროფესიას, ისევე როგორც სხვა დანარჩენს) ჩამოაყალიბეთ იურიდიულად. მე გლეხურად დავწერე“, - წერს სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner