საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 16 იანვრიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება.
კერძოდ:
16 იანვარი - 31 იანვარი
ქვეყნის მასშტაბით:
აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:
ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:
1.სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
2.საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
3.სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
4.დელივერსა და გატანის სერვისებს;
5.სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
6.ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
7.საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
8.აგრარული ბაზრობის მუშაობას
9.და სხვ.
არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის - ტაქსით) გადაადგილება.