„უკადრებელი იკადრა [ნიკა გვარამია] – უცხო ქვეყნების ელჩებს მისდგა, ბოლომდე აიქაფა პირი. მორიგი ტრიუკია საერთაშორისო ყურადღების მისაქცევად, რეალურად ხომ მშიშარა და მხდალია?!“, - ამის შესახებ მთვარისა ნავერიანმა ასავალ-დასავალს განუცხადა.
„თეა წულუკიანმა ძალიან კარგად შეამკო, ჩემი სათქმელიც თქვა, მაგრამ, როდესაც ფიზიკურ შეურაცხყოფას გაყენებენ, ხელით გეხებიან, ახალგარდაცვლილ დედას უშვერი სიტყვებით გაგინებენ, მხოლოდ ცარიელი სიტყვები საკმარისი არ არის. ფხანა ქეცმაც იცის, მხოლოდ გულის მოფხანით ვერ დავკმაყოფილდები, სამართლებრივი შედეგი მინდა, დავინახო. როგორი სულიერი და ფიზიკური ტკივილიც მომაყენა, ისეთივე უნდა მიიღოს!“, - განაცხადა ნავერიანმა.