აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განაცხადებით, მოხარულია იმით, რომ დონალდ ტრამპი მის ინაუგურაციას არ დაესწრება.
„შემატყობინეს, რომ მან განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ინაუგურაციას არ დაესწრება. ეს ის საკითხია, რომელზეც ის და მე ვთანხმდებით. კარგია, რომ არ გამოჩნდება. ის ამ თანამდებობის დაკავების ღირსი არ იყო“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.