logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე მიხეილ სააკაშვილზე: აი, ასე დადის და აბოლებს ხალხს...
- +

9 იანვარი. 2021. 02:50

 

„აი, ასე დადის და აბოლებს ხალხს. საკუთარი გუნდის კორუფციაზე არ საუბრობს“, - წერს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მისამართით.

 

„ოლიგარქები არიან ხალხი 90-ანებიდანო. ამათ არავინ ახსენებს თავად რას აკეთებდნენ 90-ანებში, რით იშოვეს პირველი დიდი ფული. ოლიგარქები ხართ. მილიონერები გახდით ჩინოვნიკობით და ახლაც ილტვით ძალაუფლებოსკენ, ვერ ელევით. ღამის მთავარობას გეკავათ ხელში ბიზნესიც, ქვეყანაც, სიმდიდრეებიც და მთავრობაც.

საქართველოში ნაციონალური მემკვიდრეობის 40% ივანიშვილს ეკუთვნისო. მის დროს რუსეთისთვის გადაცემული სტრატეგიული ობიექტების ნუსხა, ალბათ, აღარ ახსოვს, რადგან შემლაპარაკებელი არავინ ჰყავს:

 

  1. ენგურჰესი-რუსული კომპანია"რაოესი";
  2. ჟინვალჰესი - რუსული კომპანია"რაოესი";
  3. რიონჰესი - რუსული კომპანია "ენერჯი ინვესტი";
  4. გუმათი 1- რუსული კომპანია "ენერგო პრო";
  5. გუმათი 2 - რუსული კომპანია "ენერგო პრო";
  6. ლაჯანურჰესი - რუსული კომპანია "ენერგო პრო";
  7. შაორჰესი - რუსული კომპანია "ენერგო პრო";
  8. ვარციხე1 - რუსული კომპანია "ენერგო პრო";
  9. ვარციხე 2 - რუსული კომპანია "ენერგო პრო";
  10. ვარციხე 3 - რუსული კომპანია "ენერგო პრო";
  11. ვარციხე 4 - რუსული კომპანია "ენერგო პრო";
  12. ხრამი 1 - რუსული კომპანია "რაოესი";
  13. ხრამი 2 - რუსული კომპანია "რაოესი";
  14. ხრამი 3 - რუსული კომპანია "რაოესი";
  15. ხრამი 4 - რუსული კომპანია "რაოესი";
  16. ხრამი 5 - რუსული კომპანია "რაოესი";
  17. ყაზტრანსგაზ თბილისი - რუსული კომპანია "გაზპრომი";
  18. გაზ.კომპანია "იტერა" - რუსული კომპანია "გაზპრომის" შვილობილი კომპანია;
  19. შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა "ალექსი" - რუსული კომპანია "გაზპრომის" შვილობილი კომპანია;
  20. გარდაბნის მე-9 ენერგო ბლოკი - რუსული კომპანია "ინტერ რაო";
  21. გარდაბნის მე-10 ენერგო ბლოკი - რუსული კომპანია "ინტერ რაო";
  22. მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვატიანი ხაზები - რუსული კომპანია "ინტერ რაო";
  23. "მადნეული" - რუსული კომპანია "პრომიშლენ ინვესტი";
  24. "კვარციტი"- რუსული კომპანია "პრომიშლენ ინვესტი";
  25. საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან "რუსეთის რკინიგზა";
  26. კომპანია "ბილაინი" - რუსული კომპანია;
  27. "აზოტი" - რუსული კომპანია "პრომიშლენ ინვესტი";
  28. "გაერთიანებული ქართული ბანკი"-რუსული კომპანია "ვითიბი;
  29. "ლუკოილ ჯორჯია"-რუსული კომპანია "ლუკოილი";
  30. ზესტაფონის "ფერო"-რუსული კომპანია "პრომიშლენ ინვესტი";
  31. ელმავალთმშენებელი ქარხანა - რუსული კომპანია "დემა კომპიუტერი";
  32. არამიანცის, თბილისის 3# 1 საავადმყოფო - რუსული კომპანია "ბატუსი";
  33. თბილისის წყალი - რუსული კომპანია"ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი"“, - წერს სალუქვაძე და ვიდეოს აქვეყნებს: https://www.facebook.com/salukvadzeamirani/videos/4079283598801336

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner