ამირან სალუქვაძე მიხეილ სააკაშვილზე: აი, ასე დადის და აბოლებს ხალხს...
-
+
9 იანვარი. 2021. 02:50
„აი, ასე დადის და აბოლებს ხალხს. საკუთარი გუნდის კორუფციაზე არ საუბრობს“, - წერს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მისამართით.
„ოლიგარქები არიან ხალხი 90-ანებიდანო. ამათ არავინ ახსენებს თავად რას აკეთებდნენ 90-ანებში, რით იშოვეს პირველი დიდი ფული. ოლიგარქები ხართ. მილიონერები გახდით ჩინოვნიკობით და ახლაც ილტვით ძალაუფლებოსკენ, ვერ ელევით. ღამის მთავარობას გეკავათ ხელში ბიზნესიც, ქვეყანაც, სიმდიდრეებიც და მთავრობაც.
საქართველოში ნაციონალური მემკვიდრეობის 40% ივანიშვილს ეკუთვნისო. მის დროს რუსეთისთვის გადაცემული სტრატეგიული ობიექტების ნუსხა, ალბათ, აღარ ახსოვს, რადგან შემლაპარაკებელი არავინ ჰყავს:
- ენგურჰესი-რუსული კომპანია"რაოესი";
- ჟინვალჰესი - რუსული კომპანია"რაოესი";
- რიონჰესი - რუსული კომპანია "ენერჯი ინვესტი";
- გუმათი 1- რუსული კომპანია "ენერგო პრო";
- გუმათი 2 - რუსული კომპანია "ენერგო პრო";
- ლაჯანურჰესი - რუსული კომპანია "ენერგო პრო";
- შაორჰესი - რუსული კომპანია "ენერგო პრო";
- ვარციხე1 - რუსული კომპანია "ენერგო პრო";
- ვარციხე 2 - რუსული კომპანია "ენერგო პრო";
- ვარციხე 3 - რუსული კომპანია "ენერგო პრო";
- ვარციხე 4 - რუსული კომპანია "ენერგო პრო";
- ხრამი 1 - რუსული კომპანია "რაოესი";
- ხრამი 2 - რუსული კომპანია "რაოესი";
- ხრამი 3 - რუსული კომპანია "რაოესი";
- ხრამი 4 - რუსული კომპანია "რაოესი";
- ხრამი 5 - რუსული კომპანია "რაოესი";
- ყაზტრანსგაზ თბილისი - რუსული კომპანია "გაზპრომი";
- გაზ.კომპანია "იტერა" - რუსული კომპანია "გაზპრომის" შვილობილი კომპანია;
- შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა "ალექსი" - რუსული კომპანია "გაზპრომის" შვილობილი კომპანია;
- გარდაბნის მე-9 ენერგო ბლოკი - რუსული კომპანია "ინტერ რაო";
- გარდაბნის მე-10 ენერგო ბლოკი - რუსული კომპანია "ინტერ რაო";
- მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვატიანი ხაზები - რუსული კომპანია "ინტერ რაო";
- "მადნეული" - რუსული კომპანია "პრომიშლენ ინვესტი";
- "კვარციტი"- რუსული კომპანია "პრომიშლენ ინვესტი";
- საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან "რუსეთის რკინიგზა";
- კომპანია "ბილაინი" - რუსული კომპანია;
- "აზოტი" - რუსული კომპანია "პრომიშლენ ინვესტი";
- "გაერთიანებული ქართული ბანკი"-რუსული კომპანია "ვითიბი;
- "ლუკოილ ჯორჯია"-რუსული კომპანია "ლუკოილი";
- ზესტაფონის "ფერო"-რუსული კომპანია "პრომიშლენ ინვესტი";
- ელმავალთმშენებელი ქარხანა - რუსული კომპანია "დემა კომპიუტერი";
- არამიანცის, თბილისის 3# 1 საავადმყოფო - რუსული კომპანია "ბატუსი";
- თბილისის წყალი - რუსული კომპანია"ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი"“, - წერს სალუქვაძე და ვიდეოს აქვეყნებს: https://www.facebook.com/salukvadzeamirani/videos/4079283598801336